გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: McCANN Tbilisi
გამოქვეყნდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 11 ნოე
კომპანია McCANN Tbilisi ეძებს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოცდილ, მოტივირებულ და ენერგიულ პიროვნებას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ბრენდის ბიზნეს და საკომუნიკაციო სტრატეგიის, სტანდარტებისა და გაიდლაინების ცოდნა
** შესრულებული სამუშაოს ბრენდის გაიდლაინებთან შესაბამისობაში მოყვანა
** ლოგოს, კორპორატიული სტილისა და ვიზუალიზაციის შექმნა
** გრაფიკული ვიზუალური კონცეფციის შექმნა
** ბროშურების/სხვა ნებისმიერი საბეჭდი და BTL მასალის დიზაინის შექმნა/ადაპტაცია
** ტიპოგრაფიის სრული კონტროლი
** დიზაინის ტექნიკურად გამართვა და საბეჭდი ვერსიების მომზადება
** გრაფიკული დიზაინის თანამედროვე ტრენდების ცოდნა
** წარმოების გუნდთან კოორდინაცია მომზადებული მასალის საბოლოოდ დამტკიცებამდე, წარმოების პროცესის კონტროლი
** სამუშაო პროცესის ორგანიზება და მართვა
** ვადებსა და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე პასუხისმგებლობა

მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი (გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად)
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Adobe InDesign)
** კრეატიული აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
** ინიციატივანი და გუნდურად მომუშავე
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია)

განაცხადის მიღების პროცედურები: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: vacancy@mccanntbilisi.com.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გასაუბრებები ჩატარდება განაცხადების შემოტანის პარალელურად

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 11 ნოემბერი, 2017.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე