საბანკო პროდუქტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საბანკო პროდუქტების მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 11 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ოქტ
სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საბანკო პროდუქტების მენეჯერი.

ვაკანსიის კოდი: VC2138
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 20.10.2017
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა:

** თიბისი ბანკის ინოვაციური პროექტების გუნდში ვეძებთ საკრედიტო და საოპერაციო პროდუქტების მენეჯერს.
** შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ FinTech პროექტზე, გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს ამოცანები.

ვის ვეძებთ:

თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული ადამიანი, რომელსაც უყვარს საბანკო პროდუქტების მართვა - განვითარება და მზადაა დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!

შენ იქნები:

შენ იქნები 20 კაციანი გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს Adgile მიდგომებით (Scrum, Kanban) და უზრუნველყოფ სასესხო და სადეპოზიტო პორტფელების შექმნასა და მართვას.

შენ დაგევალება:

** საკრედიტო და საოპერაციო ბიზნესის მართვა
** პორტფელების შექმნა და დაგეგმილი ნიშნულების შესრულება
** არსებული პორთფელის მონიტორინგი და კონტროლი;
** პოტენციური მსესხებლებისა და დეპოზიტარების მოზიდვაში მონაწილეობის მიღება
** ბაზრის ანალიზი და პროდუქტების განვითარება
** Cross-selling -ის მართვა

უნდა გქონდეს:

** საკრედიტო პორთფელის მართვის გამოცდილება
** საცალო ბიზნესში მუშაობის გამოცდილება
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების დროულად დამოუკიდებლად მიღების უნარი
** მოქნილობა და ოპერატიულობა
** გუნდში მუშაობის უნარი

კარგი იქნება, გქონდეს:

** Agile (Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება
** ინიციატივის გამოთქმის და განხორციელების უნარი

კომპენსაცია და ბენეფიტები:

** შვებულების 24 სამუშაო დღე
** თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** თიბისი ბანკის ივენთების ბილეთები
** ბრენდირებული ტანსაცმელი და აქსესუარები
** უსასრულო ყავა ოფისში

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებული კანდიდატების რეზიუმეებს, ჩვენი მოთხოვნების მიხედვით გადავარჩევთ და მხოლოდ საუკეთესოებს დავუკავშირდებით

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/2138
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე