ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 11 ოქტ / ბოლო ვადა: 30 ოქტ
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებში მონაწილეობა;
** სხვადასხვა სცენარების დამუშავება და მათი სისტემატიური ანალიზი;
** სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროცესების/პროექტების ინიცირება: ფილიალების განვითარება, ბიზნესის შეძენა/შერწყმა და ა.შ;
** ბიზნეს სექტორში მიმდინარე ტრენდების მონიტორინგი;
** შიდა ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ბაზრისა და რისკების მრავალმხრივი ანალიზი;
** ბიზნესის ახალი მიმართულების/პროექტების ფინანსური მომგებიანობის ანალიზი, ინვესტიციების შეფასება;
** კომპანიის და შვილობილების ბიზნესის შეფასება;
** განხორციელებული პროექტების მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი;
** მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დასკვნების მომზადება და მენეჯმენტისთვის გაცნობა;
** საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება და დამუშავება როგორც შიდა, ისე გარე წყაროებიდან;
** პროექტების ფინანსური მოდელირება და დეტალური გათვლები სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებით;
** მიღებული ინფორმაციის ანალიზი და რეპორტინგი;
** პრეზენტაციების მომზადება და მენეჯმენტთან წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ტექ. სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ფინანსური მიმართულებით მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება, პრიორიტეტი-პროექტების შეფასება, ბიზნეს შეფასება, დაგეგმვა-ანალიზის და რეპორტინგის მიმართულება.
** ბიზნეს რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური, წერითი).
** MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა;
** პრეზენტაციების მომზადების და წარდგენის უნარები;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ CV მისამართზე: recruitment@tegetamotors.ge არა უგვიანეს მიმდინარე წლის 30 ოქტომბრისა.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე