უფროსი გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უფროსი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აუთდორ.ჯი
გამოქვეყნდა: 9 ოქტ / ბოლო ვადა: 9 ნოე
საქართველოში ყველაზე დიდი სარეკლამო კომპანია - შპს "აუთდორ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკებების წარმოება
** მიღებული შეკვეთების მართვა;
** ახალ მოზიდული კომპანიებისათვის პროდუქციის შერჩევა და წინადადების მომზადება;
** კლიენტებთან სამუშაო ვიზიტების ორგანიზება;
** კომერციულ მოლაპარაკებათა წარმოება კომპანიის სახელით;
** სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების და კლიენტებთან მუშაობის პირობების კონტროლი;
** შეკვეთების ვადების კონტროლი;
** გადახდების დინამიკის კონტროლი;
** გუნდური საქმიანობის შემუშავება სხვა გაყიდვების მენეჯერებთან ერთად.
** არსებული ხელშეკრულებების განახლება/კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** შრომისა და დროის სწორად განაწილების უნარი.
** ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@outdoor.ge და წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 09 ნოემბერი 2017.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე