სერვისის მრჩეველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სერვისის მრჩეველი
მომწოდებელი: თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 21 ოქტ
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია "თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი" - საერთაშორისო საავტომობილო ბრენდების "პორშეს" და "მაზდას" ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სერვისის მრჩევლის პოზიციაზე ქ.თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ავტომობილის მიღება სერვისში:

** პირველადი დოკუმენტაციის გადამოწმება/შევსება,რომელიც განსაზღვრულია მწარმოებელი ქარხნის მიერ;
** სერვისში შემოსული მანქანის სრული მომსახურების უზრუნველყოფა;
** სამუშაოთა გადანაწილება მექანიკოსებზე და შესრულებული სამუშაოს დროის ხანგრძლივობის კონტროლი;
** სამუშაოს ხარისხის კონტროლი და სატესტო მგზავრობა;
** სერვისში და პარკინგზე არსებული ავტომობილების მონიტორინგი;
** სერვისის ზონის სისუფთავე;

ოპერაციების სისტემაში აღრიცხვა: შესრულებული სამუშაოების პროგრამულად გატარება (SAP Georgia/Porsche System);

გასაყიდი მანქანის მომსახურება:

** გასაყიდი მანქანის გაყიდვის პროცესისათვის მომზადება (PDI)
** შოურუმში არსებული მანქანების სტანდარტების შესაბამისად მომსახურების უზრუნველყოფა;

ტრენინგები და სხვა:

** მომწოდებლის მიერ სავალდებულო ტრენინგების დროულად გავლა;
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)
** ინგლისური და რუსული ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** სასურველია ერკვეოდეს ავტომობილებში;

ტექნიკური კომპეტენციები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1წლიანი გამოცდილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy.Porsche@tegetamotors.ge 2017 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე