გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 21 ოქტ
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია "თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი" - საერთაშორისო საავტომობილო ბრენდების "პორშეს" და "მაზდას" ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კლიენტისათვის სასურველი პროდუქტის მოძიება/დაპროექტება;
** ბაზრის მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა;
** ბაზრის ფაქტიური ათვისების დონის შეფასება;
** კონკურენტების გამოკვლევა;
** ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური, ნახევარწლიური და წლიური სამუშაო გეგმის ფორმირება და მონიტორინგი კომპანის მენეჯმენტთან ერთად;
** ბრენდის ფარგლებში მიმდინარე ოპერაციების (ბიზნეს პროცესების) სრულყოფა;
** ყოველწლიური გაყიდვების გეგმის ფორმირება;
** შეთანხმებული გეგმის მონიტორინგი;
** ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური, ნახევარწლიური და წლიური რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტისათვის;
** კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული შეკვეთების შესრულების კონტროლი;
** გარიგების ფინანსური გათვლა ფინანსურ მენეჯერთან ერთად და შესაბამისი ფინანსური წინადადების მომზადება;
** გარიგების პროექტის მენეჯმენტთან შეთანხმება;
** მომწოდებელთან კომუნიკაცია - შეთანხმებული რეპორტინგის (SSR) წარმოება;
** პროდუქტის შეკვეთა მომწოდებელთან; შეკვეთების მონიტორინგი;
** შეკვეთის ფინანსური უზრუნველყოფა ფინანსურ დეპარტამენტთან ერთად;
** კლიენტისთვის პროდუქტის საკუთრებაში გადაცემის უზრუნველყოფა;
** შემოსული ავტომობილების გაყიდვისწინა დათვალიერება და მათი ტექნიკური დეფექტის აღმოფხვრის კოორდინაცია სერვისის დეპარტამენტთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/მარკეტინგის განხრით);
** სასურველია ჰქონდეს გაყიდვების გამოცდილება, განსაკუთრებით საავტომობილო სერვისის სფეროში (მსუბუქი და "ლაქშერი" ავტომობილების გაყიდვები);
** კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** სასურველია ერკვეოდეს ავტომობილებში;
** ინგლისური და რუსული ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სხარტი აზროვნება;
** მოქნილობა;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** დახვეწილი მეტყველება და მანერები;
** კლიენტების დარწმუნების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy.Porsche@tegetamotors.ge 2017 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე