Android დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: Android დეველოპერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 18 ოქტ
სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას Android დეველოპერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC2127
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 18.10.2017
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა:

თიბისი ბანკის ინოვაციური პროექტების გუნდში ვეძებთ Andorid დეველოპერს. შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე, გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდორულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ვის ვეძებთ:

თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული Andorid დეველოპერი რომელსაც უყვარს უზომოდ გიყვარს UI-სთან მუშაობა და ლამაზი ანიმაციების კეთება, რომელიც მუდმივად არის თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, რომელიც მზადაა დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!

შენ იქნები:

შენ იქნები 10 კაციანი გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) და შეიტან უზარმაზარ წვლილს ისეთი ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

შენ უზრუნველყოფ აპლიკაციის არქიტექტურის შემუშავებას, შექმნას და ტესტირებას

შენ დაგევალება:

** Android აპლიკაციის დეველოპმენტი
** UI-ის დეველოპმენტი Auto layout-ების გამოყენებით
** გამართული და განვრცობადი არქიტექტურის აგება
** Unit Test-ების წერა ხარვეზების იდენტიფიცირებისთვის
** აპლიკაციის გამართულად მუშაობის და ხარისხისა უზრუნველყოფა
** გუნდთან ერთად მუშაობა ახალი მახასიათებლების განსაზღვრის, დადიზაინებისა და გამართვის თაობაზე
** ხარვეზების აღმოფხვრა და აპლიკაციის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება

უნდა გქონდეს:

** Android Developer -ად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება
** Android SDK -ს და Android Studios-ს საფუძვლიანი ცოდნა
** Java- ს კარგი ცოდნა
** აპლიკაციის დეველოპმენტის სრული ციკლის გამოცდილება
** Unit Test და Instrumented tests - ებთან მუშაობის გამოცდილება
** Firebase-სთან მუშაობის გამოცდილება
** სტანდარტული REST API- სთან ინტეგრაციის გემოცდილება

კარგი იქნება, გქონდეს:

** Agile (Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ოროენტირებულობა
** ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრისკენ მომართული აზროვნება
** მობილური აპლიკაციების დიზაინის მიმდინარე ტრენდების ცოდნა

კომპენსაცია და ბენეფიტები:

** კონკურენტული ხელფასი
** შვებულების 24 დღე
** თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** თიბისი ბანკის ივენთების ბილეთები
** ბრენდირებული ტანსაცმელი და აქსესუარები
** უსასრულო ყავა ოფისში

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებული კანდიდატების რეზიუმეებს, ჩვენი მოთხოვნების მიხედვით გადავარჩევთ და მხოლოდ საუკეთესოებს დავუკავშირდებით.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/2127
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე