iOS დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: iOS დეველოპერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 18 ოქტ
სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას iOS დეველოპერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC2126
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 18.10.2017
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა:

თიბისი ბანკის ინოვაციური პროექტების გუნდში ვეძებთ iOS დეველოპერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე, გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდორულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ვის ვეძებთ:

თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული iOS დეველოპერი, უზომოდ გიყვარს UI-სთან მუშაობა და ლამაზი ანიმაციების კეთება, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!

შენ იქნები:

10 კაციანი გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) და შეიტან უზარმაზარ წვლილს ისეთი ინოვაციური მობილური აპლიკაციის შექმნაში, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესეს.

შენ დაგევალება:

** UI-ის დეველოპმენტი Auto layout-ების გამოყენებით
** გამართული და განვრცობადი არქიტექტურის აგება
** Unit Test-ების წერა ხარვეზების იდენთიფიცირებისთვის
** აპლიკაციის გამართულად მუშაობის და ხარისხისა უზრუნველყოფა
** გუნდთან ერთად მუშაობა ახალი მახასიათებლების განსაზღვრის, დადიზაინებისა და გამართვის თაობაზე
** ხარვეზების აღმოფხვრა და აპლიკაციის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება

უნდა გქონდეს:

** iOS Developer -ად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება
** Auto layout-თან მუშაობის გამოცდილება
** Swift ენის გამოყენების 1 წლიანი გამოცდილება
** Core Animation და Core Graphics-თან მუშაობის გამოცდილება
** Git რეპოზიტორთან მუშაობის გამოცდილება

კარგი იქნება, გქონდეს:

** Agile (Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ოროენტირებულობა
** ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრისკენ მომართული აზროვნება
** მობილური აპლიკაციების დიზაინის მიმდინარე ტრენდების ცოდნა

კომპენსაცია და ბენეფიტები:

** კონკურენტული ხელფასი
** შვებულების 24 დღე
** თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** თიბისი ბანკის ივენთების ბილეთები
** ბრენდირებული ტანსაცმელი და აქსესუარები
** უსასრულო ყავა ოფისში

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებული კანდიდატების რეზიუმეებს, ჩვენი მოთხოვნების მიხედვით გადავარჩევთ და მხოლოდ საუკეთესოებს დავუკავშირდებით.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/2126
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე