დისტრიბუტორი - რუხი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დისტრიბუტორი - რუხი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 30 ოქტ
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე რუხში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის დისტრიბუციის განხორციელება;
** სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტებიდან თანხის ინკასაცია;
** თითოეული სავაჭრო ობიექტის აღჭურვა სარეკლამო საშუალებებით;
** სავაჭრო ობიექტებზე კომპანიის პროდუქციის ეფექტურად განლაგება;
** სავაჭრო ობიექტებთან ხელშეკრულებების გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ნებისმიერი);
** აუცილებელია გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ავტოსატრანსპორტო სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office - ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა B კატეგორია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პრობლემების დროულად მოგვარების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tegetamotors.ge 2017 წლის 30 ოქტომბრამდე.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე