იდეების კონკურსი - სოც. საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იდეების კონკურსი - სოც. საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის
მომწოდებელი: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 5 ოქტ
"იდეების კონკურსი" - სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი", "განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" და "საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი", მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალთან" პარტნიორობით, აცხადებს "იდეების კონკურსს" სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის.

სოციალური საწარმო - ბიზნესი სოციალური მისიით - საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სოციალური მეწარმეები ინოვაციური მიდგომებით და ბიზნეს სტრატეგიებით აგვარებენ საზოგადოების წინაშე არსებულ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს.

საგრანტო კონკურსის მიზანია: საქართველოში სხვადასხვა სოციალური მისიის მქონე წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნება და ამ გზით სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსი ცხადდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის "სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის" ფარგლებში.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://segeorgia.org/nmore.php?NID=270

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2017 წლის 5 ოქტომბერი, 18:00 სთ.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე