სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: წმ. იოანე მოწყალეს სახ. კლინიკა
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 1 ოქტ
შპს "წმ. იოანე მოწყალის სახ. პრივატ კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტები სამედიცინო დაწესებულებებში;
** წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციაზე სამიზნე მომხმარებლისათვის, კლინიკაში მიმდინარე სამედიცინო სიახლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის დაინტერესება სამედიცინო მომსახურებით და უპირატესობების წარმოჩენა;
** მომხმარებლის დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურების შესრულება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო კუთხით)
** სასურველია სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი; პრეზენტაციის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 1 ოქტომბრამდე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით info@prc.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე