SOLO ლაუნჯის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: SOLO ლაუნჯის ასისტენტი
მომწოდებელი: SOLO
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 1 ოქტ
შპს "სოლო" აცხადებს ვაკანსიას SOLO ლაუნჯის ასისტენტის თანამდებობაზე თბილისში.

"SOLO Lifestyle" უწევს საქართველოს ბანკის "SOLO"-ს მომხმარებლებს არასაბანკო მომსახურების სერვისს. კომპანია ამზადებს "SOLO"-ს მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს და ასევე ახორციელებს პრემიუმ კლასის მომსახურებას "SOLO" ლაუნჯში შემოსული მომხმარებლებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** სოლო ლაუნჯში სტუმრის დახვედრა, გამასპინძლება ყავით;
** არასაბანკო პროდუქტების შეთავაზება, გაყიდვა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამოცდილება კლიენტების/ვიზიტორების მომსახურების სფეროში;
** სასურველია სასტუმროში ფრონტ-ოფისის პოზიციებზე ან ოფიციანტის პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენა თავისუფლად, რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება, აზროვნების სისწრაფე;
** ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ცხადად გამოხატვა;
** დარწმუნების უნარი და დიპლომატიურობა;
** კეთილგანწყობა: თავაზიანობა, ყურადღება და დახმარების მზაობა;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხიმგებლობა;
** ემოციური წონასწორობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: solojobs@solo.ge არაუგვიანეს 2017 წლის 1 ოქტომბრისა (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე