ადმინისტრაციული შესყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრაციული შესყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ
შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული შესყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის 6

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობის მიხედვით ხელშეკრულებების მომზადება, ვიზირება შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან და გაფორმება.
** ხელშეკრულების ტიპი: ნასყიდობა, იჯარა, მომსახურება, ნარდობა, საკონსულტაციო.
** შეძენილი/შესაძენი პროდუქციის/მომსახურების თანდართული დოკუმენტების აღრიცხვა, ადმინისტრირება, პროგრამაში (SAP) გატარება და ბუღალტერია/მარაგებში გადაგზავნა.
** დოკუმენტები: ფაქტურა, სასაქონლო-ზედნადები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტი, ინვოისი
** გადარიცხვის მოთხოვნების პროგრამაში (SAP) წარმოება და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** იურიდიული ან ეკონომიკური განათლება.
** სასურველია გავლილი ჰქონდეს საბუღალტრო კურსები ACCA ან სხვა.
** კერძო ან საჯარო სექტორში იურისტად ან ბუღალტრად მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება.
** MS Office უნარები
** ქართული ენის ცოდნა ზედმიწევნით კარგად.
** რუსული ენების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** მოწესრიგებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** დედლაინზე ფოკუსირებული
** ანალიტიკური აზროვნება

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy.toyota@tegetamotors.ge არაუგვიანეს 2017 წლის 10 ოქტომბრისა. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ადმინისტრაციული შესყიდვების ოპერატორი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. გაცნობებთ, რომ თქვენი რეზიუმე შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა"-ს აპლიკანტთა ბაზაში შეინახება 5 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე