კორპორატიული ბანკირი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული ბანკირი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 27 სექ
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული ბანკირის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტებთან ურთიერთობა და მათი მომსახურება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** არსებული კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის პროცესის კოორდინირება;
** კლიენტებისაგან მიღებული ფინანსური უწყისების პირველადი ანალიზი და მათი კრედიტუნარიანობის დადგენა;
** პორტფელში არსებულ კლიენტებზე ჯვარედინი გაყიდვების განხორციელება;
** პორტფელში არსებული კლიენტების მოთხოვნების მუდმივი მონიტორინგი;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით);
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** ქართული ენის, ინგლისური და რუსული ენების ფლობა (როგორც წერითი, ასევე ვერბალური უნარები);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინიციატივიანობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე;
** გაყიდვების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა და ფოტოსურათი (3X4) შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 27 სექტემბერი.

შენიშვნა: გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის კოდი "1757" და კანდიდატის სახელი და გვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე