ალტერნატიული არხების მართვის განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ალტერნატიული არხების მართვის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 27 სექ
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას ალტერნატიული არხების მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** ბანკის ალტერნატიული არხებით საცალო გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება;
** გაყიდვების ახალი ალტერნატიური არხების მოძიება და დანერგვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** ალტერნატიული გაყიდვების მიმართულებით სხვადასხვა აქციების დაგეგმვა და განხორციელება;
** პროექტის განხორციელების ციკლის ხელმძღვანელობა და მიმდინარე ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა;
** განყოფილების თანამშრომლების მიერ მათი ფუნქციური მოვალეობების შესრულების მონიტორინგი;
** განყოფილების მიერ გაწეული საქმიანობის პერიოდული ანალიზი;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო, ბიზნეს ადმინისტრირება)
** გაყიდვების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული, ინგლისური ენების ცოდნა სავალდებულოა;
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრეატიული აზროვნება;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა და ფოტოსურათი (3X4) შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 27 სექტემბერი.

შენიშვნა: გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის კოდი "1751" და კანდიდატის სახელი და გვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე