მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ჯიპისი
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 13 ოქტ
სს "ჯიპისი" წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობ ერთ-ერთ ლიდერ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით.
"ჯიპისი" გამოირჩევა როგორც ინოვატორი და სტანდარტების დამამკვიდრებელი ბრენდი. იგი ორიენტირებულია განახორციელოს პროექტები, რომელთა მიზანია საზოგადოების ჩართვა ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში და მრავალფეროვანი საშუალებებით ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. "ჯიპისი" ცდილობს სრულად უზრუნველყოს თვისი მომხმარებლის მოთხოვნები, ამიტომაც, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ სამკურნალო საშუალებების დისტრიბუციით და ყოველდღიურად აფართოვებს თავისი საქმიანობის არეალს.

ამჟამად "ჯიპისი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
შტატი: სრული
ანაზღაურება: 300 ლარი

მოვალეობები:

** გარე მომწოდებლებიდან/ცენტრალური საწყობიდან მიღებული პროდუქციის მითვლა;
** საწყობიდან აფთიაქის დარბაზში პროდუქციის გატანა და ჯგუფების მიხედვით სექციებში განლაგება;
** დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობების, ვადების და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
** დარბაზში პროდუქციის თაროების იერსახესა და სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@gepha.com და შესაბამის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე