დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: 4ფინანსი
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 13 ოქტ
შპს "4 ფინანსი" არის გლობალური კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს, ოპერირებს მსოფლიოს 17 ქვეყანაში, საქართველოში კი 2013 წლიდან ფუნქციონირებს, მისი ერთ-ერთი პროდუქტით: Vivus.ge. შპს. "4ფინანსის" უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი - ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

ჩვენ შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ ვებ გვერდს: http://www.4finance.com

შპს "4 ფინანსი" გთავაზობთ, შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის დებიტორებთან სატელეფონო და ელ-ფოსტის საშუალებით კომუნიკაცია;
** დებიტორებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** დებიტორული ფაილის შევსება და კონტროლი;
** კლიენტებისთვის გადახდის გრაფიკის შედგენა;
** მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის გატარება.

მოთხოვნები პოზიციის მიმართ:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, იურიდიული ან ეკონომიკური);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (საბანკო სექტორში, იურიდიულ კომპანიებში, სამართალდამცავ ორგანოებში და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებებში);
** ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (უპირატესობა მიენიჭებათ დამატებით ინგლისური ენის მცოდნე პირებს);
** კარგი კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** კარგი კომუნიკაციის და დარწმუნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში ტოლერანტული დამოკიდებულების შენარჩუნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** სამუშაოს სწრაფად მზარდ საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონულ მისამართზე - hr@vivus.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე