ქსელის მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქსელის მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 27 სექ
ს.ს. "ლომისი", კომპანია "ნატახტარი" აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:

პოზიცია: ქსელის მარკეტინგის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა: თბილისი

მოვალეობები:

** მარკეტინგული აქტივობების კონცეფციის შემუშავება, დაგეგმარებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების დეპარტამენტის მხარდაჭერა ეფექტური გაყიდვების მოდელების დანერგვისას; დროული და კონსტრუქციული უკუკავშირის უზრუნველყოფა;
** განყოფილების გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სისტემური გატარებების განხორციელება და კონტროლი;
** სარეკლამო მასალების ეფექტურად და მიზანდასახულად განაწილებისათვის შესაბამისი პროცედურებისა და ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;
** კონკურენტების აქტივობების ახლო მონიტორინგი; ბაზარზე განვითარებული მოვლენებისა და ტენდენციების ანალიზი და შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება/აღსრულება;
** მიმდინარე პროექტების ფარგლებში ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგში;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ და მძიმე სიტუაციებში მუშაობის შესაძლებლობა;
** გუნდური სულისკვეთება;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისურისა და რუსულის მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: hr@ge.anadoluefes.com

გთხოვთ, ელ. ფოსტის დასათაურებაში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2017 წლის 27 სექტემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე