შესყიდვების უფროსი კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შესყიდვების უფროსი კონსულტანტი
მომწოდებელი: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
გამოქვეყნდა: 13 სექ / განახლდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 29 სექ
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო (MCA-Georgia) აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების უფროსი კონსულტანტის თანამდებობაზე, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -- საქართველოს შესყიდვების სამსახურის დირექტორის წინაშე.

ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 2017 წლის ოქტომბერი - 2019 წლის ივნისი

თანამდებობის მოთხოვნები:

** ინფრასტრუქტურის შესყიდვის (ან მსგავსი) პროექტების მართვის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება
** ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა
** შესყიდვების საერთაშორისო გაიდლაინებისა და პრაქტიკის ცოდნა
** მაგისტრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში ან ბიზნესის მართვაში
** შესყიდვებზე მუშაობის და მართვის სულ მცირე 5 (ხუთი) წლის გამოცდილება
** შესყიდვების მართვის გამოცდილება საერთაშორისო სტანდარტების გამოყენების პირობებში
** შესყიდვების საქმიანობის ზედამხედველობისა და მათზე ანგარიშგების პროცესში სხვადასხვა კონკრეტულ უწყებებთან კოორდინირების უნარი
** საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების შესყიდვების სფეროში დადასტურებული ცოდნა ან/და გამოცდილება
** საქართველოს და საერთაშორისო მხარეებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პირობებში მუშაობის დადასტურებული უნარი
** ორგანიზაციული და დროის მართვის ძლიერი უნარ-ჩვევები
** სხვადასხვა პრიორიტეტების/მოთხოვნების/ინტერესების შემჭიდროებულ ვადებში მართვის უნარი
** დემონსტრირებული პროფესიონალიზმი, განსჯის კარგი უნარი და საჭიროებისამებრ, მოთხოვნილ ვადაში ამოცანებისა და თანამდებობის მოთხოვნების შესასრულებლად სტანდარტულ სამუშაო საათებზე მეტი დროით მუშაობის შესაძლებლობა;
** მულტიდისციპლინურ გუნდებთან და დაწესებულებებთან მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და მოქნილობა და სხვადასხვა ამოცანების მინიმალური ზედამხედველობის პირობებში მართვის უნარი;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე მაღალ დონეზე კომუნიკაციის (წერითი და ზეპირსიტყვიერი) უნარი;
** კომპიუტერის კარგად ფლობა და საოფისე პროგრამებში (Word, Excel, Power Point, Project) უნარი.
** საქართველოს მოქალაქეობა ან რეზიდენტობა, სათანადო სამუშაო ნებართვის ფლობა;
** ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა და პროგრამის კონფიდენციალობის დაცვა.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

შესყიდვების კონსულტანტი ანგარიშვალდებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -- საქართველოს შესყიდვების დირექტორის წინაშე.

ამოცანების აღწერა:

შესყიდვები მართვა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის გაუმჯობესებული სასწავლო გარემოს პროექტისათვის (სკოლების რეაბილიტაციის პროექტი) შესყიდვების დირექტორის ზედამხედველობის პირობებში, და ინფრასტრუქტურის მთავარ ინჟინერთან თანამშრომლობით. კერძოდ, შემდეგი მოვალეობების განხორციელება:

** სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის, ტექნიკური და ფინანსური შეფასების ანგარიშების, საბოლოო შეფასების ანგარიშების, შესყიდვის განხორციელების გეგმების, და ყველა სხვა მოთხოვნილი დოკუმენტის მომზადება, და აუცილებელი ცვლილებების ან გაუმჯობესებების შეთავაზება იმის უზრუნველსაყოფად, რომ დოკუმენტები აკმაყოფილებდეს ათასწლეული გამოწვევის კორპორაციის პროგრამის შესყიდვების გაიდლაინებს, და პასუხობდეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჭიროებებს.
** ათასწლეულის გამოწვევის ფონდის გაუმჯობესებული სასწავლო გარემოს პროექტის (სკოლების რეაბილიტაციის პროექტი) კონტრაქტების მართვა
** მიმწოდებლების, კონტრაქტორებისა და კონსულტანტების შესარჩევად კონტროლის ზომების გატარება, შესყიდვებში ოფიციალურად ჩართული პირების მხრიდან კეთილსინდისიერების, სამართლიანი საქმიანობისა და კონფიდენციალობის სათანადო დაცვის უზრუნველსაყოფად
** საჭიროებისამებრ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დახმარება პრეტენზიებზე სწრაფი და სამართლიანი პასუხების მომზადებაში. გასაჩივრების სისტემის განხილვის პირველ დონეზე შეხვედრების გამართვაში დახმარება.
** ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულებთან ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მომზადება.
** კონტრაქტის მართვა და ადმინისტრირება, ინფორმაციის დროული და ეფექტური გაცვლის მიზნით, შესყიდვების ეფექტიანი, გამჭვირვალე და დროული პროცესების წარმართვის უზრუნველსაყოფად. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავების გადაჭრაში მხარდაჭერა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერა კონტრაქტების შეჩერებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელებაში.
** პროექტის დირექტორთან და იურისტთან კოორდინაციით, მონაწილეობის მიღება კონსულტანტებისა და კონტრაქტორების მიერ წარდგენილი პრეტენზიების განხილვაში, რომლებიც დაკავშირებულია ვადის გაგრძელებასთან ან დამატებით ანაზღაურებასთან, ან ზოგადად კონსულტანტების/კონტრაქტორების საქმიანობასთან და კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებასთან.
** ათასწლეულის გამოწვევის ფონდის შესყიდვის საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი კონტრაქტების დოკუმენტაციის საქმეების წარმოება.
** შესყიდვის სპეციფიკური განცხადებების, სატენდერო დოკუმენტაციის, განმარტებების, ცვლილებების და შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის მომზადება და საჯაროდ გამოქვეყნება.
** პროგრამის შესყიდვის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანებისა და პასუხისმგებლობების განხორციელება, შესყიდვების დირექტორის მხრიდან პერიოდული მოთხოვნის შესაბამისად.

გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი ბმულზე: http://www.hr.gov.ge

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 29 სექტემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე