პროექტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის ასისტენტი
მომწოდებელი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
გამოქვეყნდა: 12 სექ / განახლდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 28 სექ
კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC) აცხადებს ვაკანსიას პროექტის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს ხანგრძლივობა: 2 წელი
სამუშაოს განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.ctc.org.ge

მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ:

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), ევროკავშირის დაფინანსებით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (PIN, IOD), იწყებს 2 წლიან პროექტს - "რეგიონების განვითარება მდგრადი განვითარებისთვის". პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობების ზრდას; შეიმუშაოს დაინტერესებულ მხარეთა შორის ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული პარტნიორობის მოდელები რეგიონების მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისთვის.

მიზნის მისაღწევად პროექტი 4 ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურების კოორდინაცია/კომუნიკაციის ხელშეწყობა (1); აღნიშნულ პროცესში ადგილობრივი დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობის ზრდა (2); დაინტერესებულ მხარეთა შესაძლებლობების განვითარება ევროპული გამოცდილებების გათვალისწინებით (3); საგრანტო კომპონენტის მეშვეობით, რეგიონული აკადემიური სასწავლებლების ჩართვა, ქვეყნის სწრაფი ურბანული და რეგიონული განვითარების საკითხებზე გამოყენებითი კვლევების და ალტერნატიული ხედვების შემუშავებაში (4).

პროექტის ასისტენტის ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის აქტივობების კოორდინაცია და ორგანიზება;
** პროექტის მენეჯერის მხარდაჭერა პროექტის ყველა თანმდევი პროცესის მართვაში;
** პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ პრესრელიზების მომზადება და განთავსება ორგანიზაციის ვებგვერდზე და სოც. სივრცეში;
** პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და ანგარიშების წარმოება;
** პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტაციის თარგმნა;
** პროექტის მონიტორინგის მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება-ანალიზი;
** დონორისათვის წარსადგენი ანგარიშების (ინგლისურ ენაზე) მომზადება;
** პროექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი);
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დროის მართვა და განაწილება;
** პუნქტუალობა, კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა, აკადემიურად წერის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზაციის უნარი
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა

უპირატესობად ჩაითვლება საერთაშორისო დონორის მიერ დაფინანსებული პროექტების მართვაში მონაწილეობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირმა უნდა გამოგზავნოს:

** CV (რეზიუმე);
** სამოტივაციო წერილი, სადაც მოკლედ უნდა დაასაბუთოთ თქვენი კანდიდატურის უპირატესობა და მიუთითოთ 2 რეკომენდატორი (ტელეფონი ან ელ. ფოსტის მისამართი)

მონაცემები გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: ctc@ctc.org.ge | vacancy@ctc.org.ge და thea.kekelia@ctc.org.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "პროექტის ასისტენტი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 28 სექტემბერი, 18:00 სთ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე