საკაბელო ქსელის სპეციალისტი - სენაკი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საკაბელო ქსელის სპეციალისტი - სენაკი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 26 სექ
შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საკაბელო ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე სენაკში.

სამუშაო აღწერილობა:

** ტექნიკური საშუალებებისა და ქსელის კონკრეტულ უბანზე ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
** სახაზო-საკაბელო ნაგებობების ექსპლოატაციის წესებისა და ნორმების დაცვა;
** სააბონენტო ტერმინალების ძირითადი სახეობების სატელეკომუნიკაციო ქსელში ჩართვა;
** სააბონენტო ხაზის დაზიანებული მონაკვეთის დადგენა და დაზიანების აღმოფხვრა;
** სახაზო ნაგებობებისა და საკაბელო დამაბოლოებელი მოწყობილობების ტექნიკურად გამართული და ხარისხიანი ექსპლოატაცია;
** ახალი ტელეფონის დასადგმელად წყვილების მოკვლევა და მიმდინარე პროფილაქტიკური სამუჯშაოების წარმოება;
** დღის განმავლობაში DSl IPTV და სახაზო დაზიანების აღმოფვრა;
** ტექნიკური პასპორტიზაციის სამუშაოების ჩატარებაში აქტიური მონაწილეობა;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

** ტექნიკურ სფეროში განათლება;
** მსგავს პოზიციაზე ან/ და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2017 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე