საქსოვი დანადგარის ტექნიკოსი/მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საქსოვი დანადგარის ტექნიკოსი/მექანიკოსი
მომწოდებელი: ტიფლის ტექსტილი
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 25 სექ
შპს "ტიფლის ტექსტილი" წარმოადგენს სრულიად ახლადშექმნილ ტრიკოტაჟის ტანსაცმლის მწარმოებელ საწარმოს, სრულიად ახალი ევროპული მანქანა დანადგარებით. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კომპანიებთან. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის ტრიკოტაჟული ტანსაცმელი.

შპს "ტიფლის ტექსტილი" აცხადებს ვაკანსიას ტრიკოტაჟის საქსოვი დანადგარის ტექნიკოსი (მექანიკოსი) პოზიციაზე, ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** ტრიკოტაჟის საქსოვი დანადგარების გამართული მუშაობის ტექნიკური ზედამხედველობა;
** გაუმართაობის ან რაიმე ტექნიკური თუ ხარისხობრივი წუნის შემთხვევაში მისი გამოსწორება და მანქანების ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა;
** მთავარი ტექნოლოგის დავალებით და ზედამხედველობის ქვეშ ახალი ასორტიმენტის დანადგარებზე გასაშვებად ახალი არტიკულის მიხედვით მანქანის გაწყობა და გაშვება;
** ახალი არტიკულის და დიზაინის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** მანქანებისთვის საჭირო გეგმიური ტექნიკური მომსახურების დაგეგმვა და დროული განხორციელება;
** მოქსოვილი პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი კონტროლი და მისი შემდგომი პროცესებისთვის დროული გადაცემა.
** ცვლის ბოლოს საანგარიშო ანკეტის შევსება, ხელმოწერა და მომდევნო ცვლისთვის გადაცემა.
** პუნქტუალობა, აკურატულობა და სამუშაო ადგილზე სისუფთავის ყოველდღიური დაცვა.

მოთხოვნები:

** ნებისმიერი ტიპის ტრიკოტაჟის დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება (განსაკუთრებით წინდების საქსოვ დანადგარებზე)
** ტრიკოტაჟური ქსოვის ელემენტების საბაზო ცოდნა;
** მექანიკოსად მუშაობის გამოცდილება;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების სასურველია.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** ფიზიკურად მუშაობის უნარი და კარგი მხედველობა (სასურველია სათვალის გარეშე);
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: kemo@tiflistex.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 577 432800 და შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე