გრაფიკული დიზაინერი, სოციალური მედია მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი, სოციალური მედია მენეჯერი
მომწოდებელი: Inflow
გამოქვეყნდა: 4 სექ / ბოლო ვადა: 4 ოქტ
1. საკომუნიკაციო სააგენტო "inflow" ეძებს დიზაინ მოწყურებულ ახალგაზრდას, გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

** ენდობი Adobe-ს;
** მეგობრობ ფოტოშოპთან და ილუსტრატორთან;
** თითოეულ ნამუშევარს უყურებ როგორც საკუთარ პირმშოს;
** სუპერ თუ გრაფიკულ ანიმაციასაც უყადრებ თავს.

არ გვსურს:

** ცხოვრებაზე შავ-თეთრი შეხედულების თანამშრომელი;
** ის, ვერ არჩევს AI და PSD ფაილებს.

ჩვენთან კანონით ისჯება შემდეგი ფრაზების გამოყენება:

** შენიშვნას რა პონტში მაძლევ!
** გუშინ ბიცოლაჩემის მამიდა გახდა ცუდად და ვერ მოვასწარი რა დასრულება
** აუ მაგას რა გააკეთებს.

ვინ დაგხვდებით და რა დაგხვდება:

** თავქარიანი საქმის მცოდნენი
** წიგნს და განვითარებას მოწყურებული ახალგაზრდობა
** ბევრის სწავლის და საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა
** კამელოტის მრგვალი მაგიდა
** ახალი კომპანია დიდი მიზნებითა და ენთუზიაზმით.

და ხო, რაც მთავარია, ანაზღაურებაზე დავილაპარაკებთ.

ვინც წაიკითხეთ და მეორე სახლი ამოიცანით, მოგვწერეთ თუ რა გიკეთებიათ, რეზიუმე და ნამუშევრები.

ელფოსტა: info@inflow.ge

2. საკომუნიკაციო სააგენტო "inflow" ეძებს მოტივირებულ ახალგაზრდას სოც. მედია მენეჯერის პოზიციაზე.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

** გესმის ცუკერბერგის შემოქმედების;
** თითოეულ შენს პოსტს შვილივით უყურებ და ცდილობ ჩართულობა არ მოაკლო;
** იცი ფულის ყადრი და ბიუჯეტსაც დანიშნულებისამებ ანაწილებ;
** გძაგს სტანდარტულად შეფუთული კონტენტი;
** არ ემონები მარტივად მოსაფიქრებელ იდეებს და გსურს მოიფიქრო განსაკუთრებული;
** შეგიძლია მიღებული მოსავალი სიამაყით წარმოადგინო.

არ გვსურს:

** 30 წლიანი გამოცდილებით თავგადატენილი;
** ქართულ გრამატიკას სევდიანად განშორებული;
** ფოტოშოპთან და დიზაინთან ელემენტარულ ურთიერთობაში ვერ მყოფი;
** "I am a table" თანამშრომელი.

ჩვენთან კანონით ისჯება შემდეგი ფრაზების გამოყენება:

** შენიშვნას რა პონტში მაძლევ!
** გუშინ ბიცოლაჩემის მამიდა გახდა ცუდად და ვერ მოვასწარი რა დასრულება
** აუ მაგას რა გააკეთებს.

ვინ დაგხვდებით და რა დაგხვდება:

** თავქარიანი საქმის მცოდნენი
** წიგნს და განვითარებას მოწყურებული ახალგაზრდობა
** ბევრის სწავლის და საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა
** კამელოტის მრგვალი მაგიდა
** ახალი კომპანია დიდი მიზნებითა და ენთუზიაზმით.

და ხო, რაც მთავარია, ანაზღაურებაზე დავილაპარაკებთ.

ვინც წაიკითხეთ და მეორე სახლი ამოიცანით, მოგვწერეთ, თუ რა გიკეთებიათ, რეზიუმედ ცნობილი. ასევე, კრეატიული პასუხი რომელიმე სასურველ კითხვაზე: რა ამოძრავებს დედამიწას? ვინ ვარ მე? რატომ აქვს ორი სახელი ფილმს "ცისფერი მთები ანუ ტიანშანი"?

ელფოსტა: info@inflow.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე