ქსელის სპეციალისტის მოსამზადებელი კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქსელის სპეციალისტის მოსამზადებელი კურსი
მომწოდებელი: Next IT Academy
გამოქვეყნდა: 12 აგვ / ბოლო ვადა: 11 სექ
"ნექსთ აიტი აკადემია" აცხადებს მიღებას ქსელის სპეციალისტის მოსამზადებელი სასწავლო კურსზე.

სასწავლო კურსის მიზანი:

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ქსელის ფუნდამენტალური პრინციპები, ქსელის დაგეგმვა, აგება და მონტაჟი; სამონტაჟე ინსტრუმენტები და მათი გამოყენება, ქსელური მოწყობილობების გამოყენება, ქსელური პროტოკოლები, ქსელური ტოპოლოგიები და მისი არქიტექტურა; ქსელის OSI და TCP/IP მოდელები და დამისამართება; ქსელში წარმოშობილი პრობლემის მოძიება და აღმოფხვრა; უკაბელო ქსელის მონტაჟი და უსაფრთხოება; ქვექსელებად დაყოფა (Subnetting); კაბელური და უკაბელო მარშრუტიზატორების კონფიგურაცია (Cisco, MikroTik, TP-Link); ქსელში სამუშაო პროგრამების გამოყენება; მცირე და საშუალო ზომის ქსელის აგება და ადმინისტრირება, ქსელის მონიტორინგი.

სასწავლო კურსის პროგრამა:

** ქსელის მიმოხილვა, რესურსების გადაცემა ქსელში; LAN, WAN და Internet ქსელები; შუალედური და საბოლოო მოწყობილობები;
** ქსელური მედია, კაბელების სტანდარტები, ტოპოლოგიები, ქსელური პროტოკოლები და სტანდარტები;
** ქსელის დაყოფა დონეებად, OSI მოდელი, TCP/IP მოდელი, OSI და TCP/IP მოდელების შედარება, მონაცემთა გადაცემა ქსელში (მონაცემთა ენკაპსულაცია და დეკაპსულაცია, ლოკალურ და დაშორებულ რესურსებზე წვდომა);
** ფიზიკური დონის პროტოკოლები, ფიზიკური დონის მიზანი, ქსელური მედია საშუალებები: სპილენძის კაბელი, UTP კაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, უკაბელო შეერთება;
** სამონტაჟე ინსტრუმენტები და მათი გამოყენება;
** ქსელის გაყვანა, კაბელზე ჯეკის დასმა, Outlet-ის მონტაჟი, კაბელის ტესტირება;
** არხის დონის პროტოკოლები, არხის დონის ქვედონეები (LLC და MAC), მეორე დონის ფრეიმის სტრუქტურა, მედიაზე წვდომის კონტროლი, არხის დონის ფრეიმი (Header, მეორე დონის მისამართი, Trailer);
** LAN და WAN ფრეიმები, Ethernet ფრეიმი, Point-to-Point (PPP) ფრეიმი, 802.11 უკაბელო ქსელის ფრეიმი;
** Ethernet-ი, Ethernet-ის გამოყენება (LLC და MAC ქვედონეები, MAC ქვედონე, MAC მისამართი, ფრეიმის დამუშავება);
** Ethernet MAC მისამართი (MAC მისამართი და თექვსმეტობითი კოდი, Unicast, Broadcast და Multicast MAC მისამართები), MAC და IP მისამართები, მისამართების განსაზღვრის პროტოკოლი (ARP, RARP);
** სვიჩინგი: კომუტატორის MAC მისამართების ცხრილი, Duplex რეჟიმები, Auto-MDIX;
** ქსელური დონე, ქსელური დონის პროტოკოლები, IP პროტოკოლის მახასიათებლები (Connectionless, Best Effort Delivery, Media Independent), IPv4 პაკეტი (IPv4 Header, Header Fields, IPv4 ვერსიის შეზღუდვები);
** IPv6 პაკეტი (IPv6 -ის ენკაპსულაცია, IPv6 Header, Header Fields);
** მარშრუტიზაცია (Routing): ჰოსტ კომპიუტერის მარშრუტიზაცია (Default Gateway, IPv4 ჰოსტის მარშრუტიზაციის ცხრილი, მარტივი IPv4 და IPv6 ჰოსტის მარშრუტიზაციის ცხრილი);
** როუტერის მარშრუტიზაციის ცხრილი (IPv4 როუტერის მარშრუტიზაციის ცხრილი, პირდაპირ დაკავშირებული, დაშორებული მარშრუტი­ზა­ციის ცხრილის ელემენტები, Next-Hop მისამართი);
** IP დამისამართება, IPv4 ქსელის მისამართები (IPv4 მისამართის სტრუქტურა, IPv4 ქვექსელის ნიღაბი, IPv4 Unicast, Broadcast, Multicast მისამართები, IPv4 მისამართების ტიპები).
** IPv6 ქსელის მისამართები (IPv6 დამისამართება, IPv6 მისამართების ტიპები, IPv6 Unicast მისამართები, IPv6 Multicast მისამართები), კავშირის შემოწმება (ICMP პროტოკოლი, ტესტირება);
** IP ქსელების ქვექსელებად დაყოფა, IPv4 ქსელის ქვექსელებად დაყოფა (ქსელის სეგმენტაცია, ქვექსელებად დაყოფის ფორმულა, ქვექსელის შექმნა, ქვექსელის ნიღაბის განსაზღვრა), დამისამართების სქემა;
** IPv6 ქსელის ქვექსელებად დაყოფა (ქვექსელებად დაყოფა Subnet ID-ის გამოყენებით, ქვექსელებად დაყოფა Interface ID-ში);
** ტრანსპორტის დონე, ტრანსპორტის დონის პროტოკოლები: მონაცემთა ტრანსპორტი­რება, TCP და UDP პროტოკოლების მიმოხილვა;
** გამოყენებითი დონე, გამოყენებითი დონის პროტოკოლები (OSI მოდელის გამოყენე­ბითი, სესიისა და პრეზენტაციის დონეები, TCP/IP გამოყენებითი დონის პროტოკოლები), IP დამისამართების სერვისების უზრუნველყოფა;
** მარშრუტიზატორების (Router) აგებულება (პროცესორი, მეხსიერება, შიდა მოწყობილო­ბე­ბი, გარე პორტები, LAN და WAN ინტერფეისები, ოპერაციული სისტემა), მარშრუტიზატორის ჩატვირთვა (ჩატვირთვის ფაილები, ჩატვირთვის პროცესი);
** Cisco მარშრუტიზატორის და კომუტატორის ბაზისური კონფიგურაცია, ინტერფეისების კონფიგურაცია, DHCP, NAT, Access List (ACL) კონფიგურაციები;
** მარშრუტიზატორის კონფიგურაცია გრაფიკული ინტერფეისით (GUI), TP-Link, D-Link მარშრუტიზატორების დეტალური კონფიგურაცია, უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** უკაბელო ქსელი (Wireless); უკაბელო ქსელის მარშრუტიზატორების კონფიგურაცია, Linksys, TP-Link, D-Link Wireless Router-ების დეტალური კონფიგურაცია, უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** MikroTik როუტერის განხილვა და კონფიგურაცია;
** ქსელის პრობლემების მოძიება და აღმოფხვრა;
** ქსელში სამუშაო პროგრამების გამოყენება (დაშორებული კავშირი, დაშორებული დამხმარე, Team Viewer, Net Monitor Employee, Wireshark, Putty და ა.შ).

კურსის ხანგრძლივობა: 1,5-2 თვე.
სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, საღამოს საათებში (19:30-დან 21:30-მდე);
ლექციების ხანგრძლივობა: 2-2.5 საათიანი ლექცია
მთლიანი კურსის ღირებულება: 250 ლარი.

გაიცემა სამი სერტიფიკატი:

** Cisco CCNA - Introduction to Networks
** Network Essentials
** Next-ITnetwork.

კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ დავალებებს, რაც მათ გაუადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას. მსმენელები ქსელის პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ Cisco-ს, MikroTik-ის და TP-Link-ის მარშრუტიზატორებთან და კომუტატორებთან.

წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ "Gold" სერტიფიკატები თავისი დანართებით.

კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები:

** Cisco-ს ქსელური აკადემიის მიერ შემუშავებული ოფიციალური სასწავლო მასალა ინგლისურად;
** აკადემიის ინსტრუქტორების მიერ თარგმნილი ოფიციალური სასწავლო მასალა ქართულად;

აკადემიის ინსტრუქტორების მიერ შემუშავებული:

** თეორიული და პრაქტიკული მასალები
** პრაქტიკული დავალებები
** ვიდეო მასალები
** პრეზენტაციები
** თვითკონტროლის ტესტები
** ყოველკვირეული ქვიზები
** ფინალური გამოცდები

კურსს გაუძღვება საერთაშორისო დონის ინსტრუქტორი.
გასაუბრება ჩატარდება 4 სექტემბერს (19:00-ზე), სწავლა დაიწყება 4 სექტემბერს (19:30-ზე)

მისამართი: კოსტავას გამზ. №77, (სააკაძის მოედანთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი, I სართული, 128 დ ოთახი)
ტელ: 551 40 12 34, 558 19 04 07
ელ-ფოსტა: nextitacademy@gmail.com
Facebook: https://www.facebook.com/Next.IT.Academy/ | https://www.facebook.com/profile.php?id=100015009244099
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე