კომპიუტერული სისტემების, ქსელების, კიბერუსაფრთხოების კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კომპიუტერული სისტემების, ქსელების, კიბერუსაფრთხოების კურსი
მომწოდებელი: Next IT Academy
გამოქვეყნდა: 12 აგვ / ბოლო ვადა: 11 სექ
დასახელება: კომპიუტერული სისტემების, ქსელებისა და კიბერუსაფრთხოების შემსწავლელი კურსი

"ნექსთ აიტი აკადემია" აცხადებს მიღებას კომპიუტერული სისტემების, ქსელებისა და კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსზე.

სასწავლო კურსი შედგება ოთხი მოდულისაგან:

** კომპიუტერის ორგანიზაცია და არქიტექტურა (Hardware)
** ოპერაციული სისტემები (Software)
** ქსელები (Network)
** კიბერუსაფრთხოება (Cybersecurity)

პირველ მოდულზე (Hardware) შეისწავლება:

** კომპიუტერის ნაწილები დეტალურად
** უსაფრთხოების დაცვა ლაბ. პროცედურების დროს და ხელსაწყოების სწორი გამოყენება
** კომპიუტერის დაშლა/აწყობა, გაძლიერება
** BIOS თეორიულად და პრაქტიკულად
** კომპიუტერის ნაწილების დიაგნოსტიკა, ტესტირება, პრობლემების აღმოფხვრა
** პორტატული მოწყობილობების (ლეპტოპი, ნოუთბუქი) ნაწილების განხილვა, დაშლა/აწყობა
** პერიფერიული მოწყობილობების განხილვა (პრინტერი, სკანერი და ა.შ), ინსტალაცია კონფიგურაცია

მეორე მოდულზე (Software) შეისწავლება:

Ø Windows 10

** ვირტუალური მანქანის ინსტალაცია/კონფიგურაცია (Vmware Workstation)
** ოპერაციული სისტემის ინსტალაცია (Windows XP/7/8.1/10)
** ოპერაციული სისტემის იერსახე და მისი პარამეტრები
** ფაილებთან და საქაღალდეებთან მუშაობა
** სისტემის მართვა - პერიფერიული მოწყობილობები და დრაივერები
** სისტემის მართვა - აპლიკაციებისა და ლოკალიზაციის მართვა
** სისტემის მართვა - დისკებთან მუშაობა; სისტემის ოპტიმიზაცია
** სისტემის რეესტრი (Registry) და ბრძანებათა სტრიქონი (Command Prompt)
** ქსელური კომპონენტები, დისტანციური მართვა
** ქსელში მუშაობის ორგანიზება
** სისტემის მომხმარებლები და ჯგუფები
** სისტემის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა
** მუშაობა სარეზერვო ასლებთან
** სისტემის წარმადობა და მონიტორინგი
** ოპერაციული სისტემის პრობლემის მოძიება და აღმოფხვრა

Ø Linux:

** შესავალი Linux-ში, აპლიკაციები და ლიცენზიები ღია კოდით
** Linux-ის გამოყენება, ბრძანებათა ველთან მუშაობა, დახმარება Linux-ში
** მუშაობა ფაილებთან და დირექტორიებთან, დაარქივება და შეკუმშვა
** Pipes, გადამისამართება და REGEX
** ბაზისური სკრიპტინგი
** პაკეტებისა და პროცესების მართვა
** ქსელის კონფიგურაცია
** სისტემისა და მომხმარებლის უსაფრთხოება, ახალი მომხმარებლის დამატება
** მფლობელობა და ნებართვები
** სპეციალური ნებართვები, ბმულები და ფაილის ადგილმდებარეობა

OS X და მობილური ოპერაციული სისტემები (Android, iOS)

მესამე მოდულზე (Network) განიხილება:

** ქსელური მოწყობილობები, სამონტაჟე ინსტრუმენტები, ქსელის გაყვანა, კაბელზე ჯეკის დასმა, Outlet-ის მონტაჟი, ტესტირება
** ქსელის პროტოკოლები, სტანდარტები და ტოპოლოგიები, OSI და TCP/IP დონეები დეტალურად
** IPv4 და IPv6 ქსელების დამისამართება და ქვექსელების შექმნა (Subnetting)
** Cisco Router-ების ბაზისური პარამეტრების კონფიგურაცია GUI და CLI გარემოში
** TP-Link, D-Link მარშრუტიზატორების დეტალური კონფიგურაცია, უსაფრთხოება
** Linksys, TP-Link, D-Link Wireless Router-ების დეტალური კონფიგურაცია, უსაფრთხოება
** MikroTik მარშრუტიზატორის განხილვა და კონფიგურაცია
** DHCP პროტოკოლის კონფიგურაცია
** წვდომის სიები (Access Control Lists - ACLs)
** ქსელის მისამართის თარგმნა (NAT) IPv4-სთვის
** ქსელის პრობლემების მოძიება და აღმოფხვრა, ქსელში სამუშაო პროგრამები
** Outlook - ის კონფიგურაცია, ელ. ფოსტების სარეზერვო ასლების შექმნა/აღდგენა

მეოთხე მოდულზე (Cybersecurity) განიხილება:

** ძირითადი საფრთხეები, იდენტიფიკაცია, აუთენტიკაცია,
** უფლებათა დონეების განსაზღვრა, როლები; მომხმარებლებისა და ჯგუფების მართვა
** ინფორმაციულ რესურსებზე წვდომების განსაზღვრა და კონტროლი
** საოფისე დოკუმენტების უსაფრთხოება
** შიფრაცია და დეშიფრაცია, შიფრაციის ალგორითმები, ჰეშირება, სალტირება
** ციფრული ხელმოწერა, ციფრული სერტიფიკატები
** მონაცემთა მთლიანობის კონტროლი, ხელმისაწვდომობა
** გავრცელებული ვირუსები და მათგან თავდაცვის გზები, ანტივირუსები
** უსაფრთხოების შესამოწმებელი უტილიტები
** გავრცელებული ქსელური საფრთხეები, შეტევები (Phishing, DDoS, Snifing, Spoofing, და ა.შ.)
** ქსელური შეტევებისაგან დაცვა (Firewall, VPN, IPS/IDS, NetFlow)
** უსაფრთხოება უკაბელო ქსელებში, კაბელურ და უკაბელო მარშრუტიზატორებში
** უსაფრთხოება ვებში და ბრაუზერებში
** უსაფრთხოება სოციალურ ქსელებში, უსაფრთხო გადარიცხვები
** მობილური ტექნოლოგიების უსაფრთხოება
** სარეზერვო ასლების შექმნა/აღდგენა
** რისკების ანალიზი, ბიზნეს უწყვეტობა, აქტივების იდენტიფიკაცია, კლასიფიკაცია
** ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტები, პროცედურები და კანონმდებლობები
** ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკები
** უსაფრთხოების ტესტირება და მონიტორინგი
** უსაფრთხოების პროგრამებთან მუშაობა (DLP, Web Application Firewall, CyberArk, Netflow)
** უსაფრთხოების პროგრამების Log-ების ანალიზი და რეპორტინგი

კურსის ხანგრძლივობა: 4-5 თვე
სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი, საღამოს საათებში (19:30-დან 21:30-მდე)
ლექციების ხანგრძლივობა: 2-2.5 საათიანი ლექცია

თანხის გადახდა/შეღავათები/ბონუსები:

** სწავლის ღირებულება: 800 ლარი (ოთხივე მოდულის), გადახდა ხდება ეტაპობრივად (თვეში 200 ლარი);
** სოციალურად დაუცველთათვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება;
** თითოეულ ჯგუფში პირველი ორი წარმატებული მსმენელი (წარმატებულ მსმენელად ითვლება მსმენელი, რომელმაც ყოველკვირეულ ტესტებში, პრაქტიკულ დავალებებში და გამოცდებში დააგროვა ყველაზე მაღალი ქულა) იღებს ვაუჩერს, რომლითაც შეუძლია სწავლა გააგრძელოს CCNA Routing & Switching ან ქსელის ადმინისტრირების სასწავლო კურსებზე სრულიად უფასოდ
** კურსის დასრულების შემდეგ ყველა მსმენელს გადაეცემა 10 CD/DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილი იქნება ყველა ის პროგრამა, რომელიც სასწავლო კურსზე გამოიყენებოდა.

გაიცემა რვა სერტიფიკატი, ექვსი არის საერთაშორისო (ინგლისურენოვანი) სერტიფიკატი:

** Cisco IT Essentials PC Hardware & Software
** LPI Linux Essentials
** Cisco CCNA - Introduction to Networks
** Network Essentials
** Cybersecurity Essentials
** Introduction to Cybersecurity
** Next-ITnetwork
** Next-ITcybersecurity

წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ "Gold" სერტიფიკატები თავისი დანართებით, Windows 10-ის და კიბერუსაფრთხოების სახელმძღვანელო
წარმატებული მსმენელები გაივლიან ორკვირიან სტაჟირებას ვითიბი (VTB) ბანკში, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
მსმენელები ქსელის პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ Cisco-ს, MikroTik-ის და TP-Link-ის მარშრუტიზატორებთან და კომუტატორებთან.

კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები:

სასწავლო კურსში გამოყენებულია:

** Cisco–ს ქსელური აკადემიის მიერ შემუშავებული ოფიციალური სასწავლო მასალა ინგლისურად
** Cisco IT Essentials 6.0 კურსის ქართული ვერსია
** აკადემიის ინსტრუქტორების მიერ თარგმნილი ოფიციალური სასწავლო მასალა ქართულად

აკადემიის ინსტრუქტორების მიერ შემუშავებული:

** თეორიული და პრაქტიკული მასალები
** პრაქტიკული დავალებები
** ვიდეო მასალები
** პრეზენტაციები
** თვითკონტროლის ტესტები
** ყოველკვირეული ქვიზები
** ფინალური გამოცდები

მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან კურსისთვის აუცილებელი ყველა ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით.
კურსს გაუძღვება საერთაშორისო დონის ინსტრუქტორი.

გასაუბრება ჩატარდება 11 სექტემბერს 19:00-ზე, ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
სწავლა დაიწყება 12 სექტემბერს.

მისამართი: კოსტავას გამზ. №77, (სააკაძის მოედანთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი, I სართული, 128 დ ოთახი)
ტელ: 551 40 12 34, 558 19 04 07
ელ-ფოსტა: nextitacademy@gmail.com
Facebook: https://www.facebook.com/Next.IT.Academy/ | https://www.facebook.com/profile.php?id=100015009244099
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე