ადრეული ჩარევის ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადრეული ჩარევის ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 12 აგვ / ბოლო ვადა: 25 აგვ
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ა(ა)იპ კავშირი "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს მარნეულის ადრეული ჩარევის ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

კავშირი "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.

მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: სოციალური სერვისების განვითარება, საგანმანათლებლო სისტემაზე შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა და კანონის ჰარმონიზების ხელშეწყობა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციასთან.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის შინაგანაწესის შესრულებაზე ზედამხედველობა.
** თანამშრომელთა ხელშეკრულებების მომზადება და პირადი საქმის წარმოება.
** თანამშრომლების დასწრების და სამუშაო გრაფიკის შესრულების მონიტორინგი.
** პერსონალის დაგეგმილი სამუშაოებისათვის აუცილებელი მასალით უზრუნველყოფა.
** გეგმავს და ატარებს რეგულარულ გუნდურ შეხვედრებს.
** მომსახურების პოტენციური მომხმარებლისათვის მომსახურების და ჩასარიცხი პროცედურების გაცნობა პროგრამულ მენეჯერთან შეთანხმებით.
** იზრუნოს ცენტრში ბენეფიციართა მოზიდვაზე და ცენტრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე ლოჯისტიკის მენეჯერთან ერთად.
** პროგრამით გათვალისწინებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
** ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზის წარმოება.
** სტანდარტული ანგარიშების მომზადება.
** პერსონალის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესების/მოვალეობების დაცვის მონიტორინგი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ცენტრალური ოფისი.
** საჭიროების შემთხვევაში ვიზიტები მარნეულში, სამუშაო შეხვედრების მოსაწყობად და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია შშმ პირებზე ზრუნვის სფეროში)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სასურველია)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint, Outlook)
** ენების ცოდნა: ქართული, რუსული, ინგლისური (სასურველია).

პიროვნული მახასიათებლები:

** შეზღუდულ დროში დიდი სამუშაოს შესრულების უნარი
** კეთილსინდისიერი, ინიციატივის და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მოტივირებულობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა
** ინტერვიუს წარმოების უნარი
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის სწორად განაწილების უნარი

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა
** სამუშაო გამოცდილება
** მოტივაცია
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

განაცხადების წარდგენის პროცედურები:

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად;

** ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა.
** გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციას ელ. მისამართზე უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე/CV
** სამოტივაციო წერილი.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 25 აგვისტო, 2017 წ.

განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com და "subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება - "მარნეულის ადრეული ჩარევის ცენტრის ადმინისტრაციული მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე