ტენდერი ადგილობრივ სატრანსპორტო გადაზიდვებზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ადგილობრივ სატრანსპორტო გადაზიდვებზე
მომწოდებელი: RMG
გამოქვეყნდა: 11 აგვ / განახლდა: 18 აგვ / ბოლო ვადა: 25 აგვ
თანდართული ფაილი: 149355-rmg-tender-transport.zip
კომპანია "RMG" აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო გადაზიდვებზე საქართველოს მასშტაბით.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, საკუთარი ხარჯებით და ტრანსპორტით, სხვადასხვა სახის ტვირთის გადაზიდვა და თანამშრომლების გადაყვანა საქართველოს მასშტაბით.

ტენდერთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ტენდერში მონაწილე დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება წარმოადგინონ კომერციული წინადადება ოთხივე ლოტზე ერთდოულად ან რომელიმე მათგანზე ცალკე. დამკვეთი იტოვებს უფლებას კონტრაქტი გააფორმოს ერთ, ან რამდენიმე შემსრულებელთან, შესაბამისად. ფასები უნდა იყოს მოწოდებული და ფიქსირებული ლარში და შეიცავდეს დღგ-ს გადასახადს.

შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს დამკვეთი ორთვიანი კონსიგნაციით.

კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:

** მომსახურების ღირებულება;
** ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
** ინფორმაცია ტენდერში მონაწილე კომპანიის მფლობელობაში არსებული ტექნიკის შესახებ;
** იმ კომპანიებმა, რომლებიც განცხადებას აკეთებენ ორმაგი დანიშნულების ტვირთის ტრანსპრტირებაზე, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ნებართვა;
** ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
** ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
** რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
** ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
** პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

სატენდერო განაცხადის ჩაბარების პირობები:

** სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, სატენდერო კომისიის მდივნის, ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
** სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე: LPirveli@richmetalsgroup.com
** ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს, ელ. ფოსტაზე: LPirveli@richmetalsgroup.com
** კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი და ტენდერის დასახელება.
** წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 25 აგვისტო, 2017 წ.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე