მიმღების თანამშრომელი - ვარძია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიმღების თანამშრომელი - ვარძია
მომწოდებელი: ვარძია რეზორტი
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 11 სექ
"ვარძია რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას მიმღების თანამშრომლის თანამდებობაზე.

მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება,
** ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგად ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** Fina-ს სასტუმროს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე, კომპიუტერული და სასტუმროს ონლაინ დაჯავშნის ინტერნეტ პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

მოვალეობები:

** სასტუმროს მიმღების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ჯავშნების განხორციელება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

გრაფიკი: 12 საათიანი მუშაობის გრაფიკი (კვირაში 1 დღე დასვენება).

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: s.tkhilaishvili@vardziaresort.com და სასათაურე ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე