გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Lion Auto Auction
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 11 სექ
კომპანია "Lion Auto Auction" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია 2008 წლიდან აქტიურად ახორციელებს ავტომობილების იმპორტს მსოფლიოს ნებიმისმიერი წერტილიდან, ასევე ტვირთის საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებს.
თუ ეძებთ საინტერესო სამსახურს, გიყვართ ავტოსფერო და გაქვთ სურვილი გახდეთ ერთ-ერთი საუკეთესო, საერთაშორისო კომპანიის წევრი, მაშინ ჩვენ შენ გეძებთ.

გაყიდვების მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობებია:

** ვებ გვერდზე ავტომობილის ძიება, შერჩევა
** მსოფლიოს სხვადასხვა ავტო-აუქციონებში მონაწილეობის მიღება ვებ გვერდის მეშვეობით
** კლინტების განაცხადების მიღება და შეთავაზების მომზადება
** არსებული კლიენტების პორთფოლიოს მონიტორინგი და კონტროლი
** კლიენტებთან პირდაპირი და დისტანციური კომუნიკაცია, გაყიდვების პროცესში
** დამუშავებული ინფორმაციის აღრიცხვა საინფორმაციო სისტემაში
** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ავტომობილებისა და მათი მახასიათებლების ცოდნა
** კომპიუტერული უნარები
** დახვეწილი კომუნიკაციის უნარი
** კომუნიკაბელურიბა, ოპერატიულობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა
** რუსულის და ინგლისურის ცოდნა (სასურველია)
** ეფექტური გაყიდვების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: s.beridze@davidkenchadze.ge და ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე