იმპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: მულტიტრეიდი
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 10 სექ
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 18წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი თორმეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმახე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასემელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სააქციო საზოგადოება "ნიკორა"-ს შვილობილი კომპანია "მულტიტრეიდი", რომელიც ახორციელებს ნედლეულის (ხორცი, თევზი) იმპორტს სხვადასხვა ქვეყნებიდან და გეგმავს საქმიანობის გაფართოებას, სხვადასხვა საკვები და არა საკვები პროდუქტების იმპორტს, აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომწოდებლების მოძიება, ბაზრის კვლევა მომწოდებლებთან და პროდუქტთან დაკავშირებით;
** იმპორტირებული ბრენდების შესყიდვის, გაყიდვის და მარაგის ანალიზი მუდმივ რეჟიმში;
** არსებული მომწოდებლების პროდუქტის პორტფოლიოს სიახლეებზე ინფორმაციის მუდმივი განახლება;
** ასორტიმენტის ფარგლებში, ანალიზის საფუძველზე ახალი მომწოდებლის, ბრენდის მოძიება, მოლაპარაკების წარმოება;
** გაყიდვის პროცესის სტიმულაციის მიზნით, სტრატეგიის შემუშავება;
** კონკურენტების ასორტიმენტის შესწავლა და ანალიზი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების დარგში;
** საკვები პროდუქტების იმპორტის სფეროში 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა აუცილებელია;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა აუცილებელია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კრეატიულობა
** კონტროლისა და ანალიზის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დარწმუნების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: staff@nikora.ge 2017 წლის 10 სექტემბრამდე. გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება მიუთითოთ სათაურში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე