სხვადასხვა - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სხვადასხვა - კახეთი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 15 სექ
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 19 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმახე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო და მსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

სს "ნიკორა"-ს ფილიალი - შპს "ნიკორა კახეთი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. კონსულტანტი თელავში, გურჯაანში, ყვარელში, ლაგოდეხში, საგარეჯოში.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციასთან დაკავშირებით, მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა
** მაღაზიის დარბაზში თაროების პროდუქციით შევსება და მოწესრიგება.

2. მოლარე გურჯაანში, ლაგოდეხში

სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათი.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** სასურველია პროგრამა Apex-ის ცოდნა.

3. საწყობის უფროსის დამხმარე

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, მითვლა, დასაწყობება.
** მიღებული პროდუქციის გაცემის უზრუნველყოფა.
** პერიოდული ინვენტარიზაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** სასურველია პროგრამა Apex-ის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ან სახელი გვარი და ტელეფონის ნომერი, შემდეგ მისამართზე: d.napireli@nikora.ge 2017 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ვაკანტური პოზიციის დასახელება მიუთითოთ ელექტრონული ფოსტის სათაურში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე