დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 15 სექ
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 18წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი თორმეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმახე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასემელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

კომპანია "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთის აღება ობიექტებიდან;
** შეკვეთის მიტანის უზრუნველყოფა;
** ახალი კლიენტების მოძიება;
** ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის ამოღება;
** ობიექტების დავალიანებების მართვა;
** მიღება-ჩაბარებების და ხელშეკრულებების მართვა;
** სალარო ოპერაციების შესრულება და Z ამოღება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუცილებელია.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@nikora.ge 2017 წლის 15 სექტემბრამდე. გთხოვთ, ვაკანტური თანამდებობა მიუთითოთ ელექტრონული ფოსტის სათაურში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე