მტვირთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მტვირთავი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 11 სექ
"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად, კომპანია ფლობს 97 მაღაზიას თბილისის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ "ორ ნაბიჯში".

დინამიური განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.

ამჯერად, მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე.

სავალდებულო მოთხოვნა: ასაკი 23-დან 50 წლამდე.

ანაზღაურება: 500 ლარი.

შენიშვნა: საწყობი მდებარეობს აღმაშენებლის ხეივნის მე-6 კილომეტრზე, საქალაქო სასამართლოს უკან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელ.მისამართზე: HR1@orinabiji.ge ან მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე და ადგილზე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41. აუცილებელია ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთვოთ შემდეგი ბმულიდან: http://orinabiji.ge/downloads/ანკეტა.docx
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე