ტენდერი პურისა და ფუნთუშეულის საცხობი ხაზის შესყიდვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი პურისა და ფუნთუშეულის საცხობი ხაზის შესყიდვაზე
მომწოდებელი: ქეა
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 25 აგვ
თანდართული ფაილი: 149323-care-tender-bakeryline.zip
"ქეა საერთაშორისო კავკასიაში", ჩეხეთის განვითარების საგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოში მცხოვრები შშმ ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა" ფარგლებში, აცხადებს ტენდერს პურისა და ფუნთუშეულის საცხობი ხაზის შესყიდვაზე (საცხობი ღუმელი 1ც, ცომსაზელი 1ც, ცომსაჭრელი 1ც, ცომის ასაგუნდავებელი 1ც, პურის ფორმები (ჟარონა) 30ც, პურის სლაისერი 1ც, შესაფუთი აპარატი 1ც), რომლებიც გადაეცემა შპს "თავთუხს" სოფელ თეკლათში - სენაკის მუნიციპალიტეტი.

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პურისა და ფუნთუშეულის საცხობი ხაზის ღირებულების (დღგ-ს ჩათვლით) და ტექნიკური მახასიათებლების, ამასთანავე ტრანსპორტირების და მონტაჟის ღირებულების და მოწოდების თარიღის შესახებ; ასევე, საკონტაქტო ინფორმაციას, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს წარმომადგენლის ხელისმოწერით (იურიდიული პირის შემთხვევაში - შესაბამისი ბეჭდით). დანადგარების მოწოდება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2017 წლის 15 სექტემბრისა.

სატენდერო წინადადება ფასთა კვოტირების ფორმასთან ერთად გაგზავნილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: teona_makatsaria@care.org.ge ან CARE-ს ოფისში ქ. სამტრედიაში (მის.: კაკაბაძის 8. ტელ: +995 032 2236020, +995 593 721812). წერილის საუთაურში მიუთითეთ: "ტენდერი პურისა და ფუნთუშეულის საცხობი ხაზის შესყიდვაზე".

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 25 აგვისტო, 18:00 სთ (საქართველოს დროით).
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე