საკრედიტო ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საკრედიტო ექსპერტი
მომწოდებელი: GeoCapital
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 31 აგვ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "GeoCapital"-ი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საერთაშორისო მხარდაჭერის მქონე კომპანიაა და ყველაზე დიდი ამერიკული ინვესტიცია ქუთაისში (იმერეთის რეგიონში), ამერიკული მენეჯმენტით. ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს კონკურენტუნარიან განაკვეთებს, უმაღლესი დონის მომსახურებას და უფასო განათლებას ფინანსურ უნარებში.

"ჯეოკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე თბილისის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვა
** კლიენტების კონსულტირება სასესხო პროდუქტებთან დაკავშირებით
** სესხის უზრუნველყოფის საგნის შეფასება
** კლიენტის და სესხის კომპანიის პროგრამულ მოდულში დარეგისტრირება
** საკრედიტო ხელშეკრულებების შედგენა
** ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი
** კომპანიის პროდუქტის ცნობადობის ამაღლება და პრომო აქციებში მონაწილეობა

მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი საბანკო, იურიდიულ, ეკონომიკურ ან მასთან დაკავშირებულ სპეციალობებში
** სამუშაო გამოცდილება საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე ბანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი - ქართულ და სასურველია ინგლისურ ენებზე
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება

მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** ანალიტიკური აზროვნება
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტაცია
** დეტალებზე ორიენტაცია და სიზუსტე
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
** მუდმივი სწრაფვა სწავლა-განვითარებისადმი
** მართვის მოწმობა
** საბაზისო ცოდნა ავტომობილებში

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე jobs@geocapital.ge. ვაკანტური პოზიციის დასახელების და ქალაქის მითითებით.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე