ექოსკოპისტი - ხონი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ექოსკოპისტი - ხონი
მომწოდებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 31 აგვ
სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას ექოსკოპისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ხონი, შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის ხონის ამბულატორიული ცენტრი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 დღე, 9:30 - 5:30 საათი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ულტრაბგერითი გამოკვლევების ჩატარება, სამედიცინო პრაქტიკაში მიღებული სტანდარტებისა და წესების დაცვით;
** გამოკვლევის შედეგების შესაბამისი დასკვნის მომზადება, სადაც ასახული იქნება ზუსტი და სრული ინფორმაცია;
** მის კომპეტენციაში შემავალი სამედიცინო და არასამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება მოქმედი მარეგულირებელი აქტების, გაიდლაინების/პროტოკოლების და სტანდარტების მიხედვით;
** ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ჩატარების ტაქტიკის განსაზღვრა პაციენტის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით;
** კვლევის შედეგების ზუსტი და სრული ასახვა შესაბამის დასკვნაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
** პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა http://gh.ge/ka/application-form/ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 აგვისტო, 2017 წელი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ხონი - ექოსკოპისტი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე