პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: Tetrada Georgia
გამოქვეყნდა: 11 აგვ / განახლდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 11 სექ
სადისტრიბუციო კომპანია - შპს "ტეტრადა ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე კოსმეტიკის სფეროში.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება და პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა;
** სავაჭრო ობიექტზე მოლაპარაკების წარმოება;
** პროდუქციის ეფექტური გაყიდვა და შეკვეთის გაფორმება;
** პოტენციური მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა;
** ყოველკვირეული რეპორტის წარმოება;
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის განლაგება თაროებზე;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება დისტრიბუციის (სასურველია ქიმიისა და კოსმეტიკის) სფეროში;
** ბაზრის ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის, გაყიდვების წარმოების უნარი;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** მოწესრიგებულობა;
** საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა;
** ინიციატივიანობა;
** განვითარებაზე და წინსვლაზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტური მართვა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: office@tetrada.ge და აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე