ვირტუალური ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ვირტუალური ასისტენტი
მომწოდებელი: 4freelance
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 11 სექ
ვინ ვართ ჩვენ? ჩვენს შესახებ

"4freelance" არის გერმანიაში დაფუძნებული დასაქმების სააგენტო, რომელიც ეძებს გერმანულენოვან კანდიდატებს ვირტუალური სამუშაოსთვის, რათა ასისტენტობა გაუწიოს გერმანელ მომხმარებლებს.

რა არის ვირტუალური ასისტენტობის (VA) სპეციფიკა?

სახლიდან გაუსვლელად, საკუთარი კომპიუტერით, თქვენ უზრუნველყოფთ გერმანიაში კლიენტების მომსახურების მხარდაჭერას.

ვირტუალური ასისტენტის მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

ვირტუალური ასისტენტი ასრულებს სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ და კრეატიულ ამოცანებს, როგორიცაა მაგალითად:

** საკონტაქტო სიების და სამომხმარებლო ბაზების მართვა
** კლიენტების გრაფიკების ორგანიზება
** კლიენტებსა და მათ მომხმარებლებს შორის შეხვედრების დაგეგმვა
** საჭიროების შემთხვევაში მოგზაურობის ორგანიზება
** მომწოდებლებთან და კლიენტებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია
** კორესპონდენციის გაწევა და აუდიო მასალის წერილობით ფორმაში გადატანა
** შეთავაზებებისა და შეხვედრის მასალების მომზადება, ორგანიზება და გადაგზავნა
** ორენოვანი (ინგლისური/გერმანული) მასალის თარგმნა
** საგადასახადო საკითხების და ბუღალტრული ანგარიშგების შემოწმება
** კლიენტის მოთხოვნის მოგვარება ტელეფონით და ელფოსტით მიმოწერის საშუალებით
** ელფოსტით სიახლეების (Newsletter) გამოქვეყნება
** რეალური და ინტერნეტ ბაზრის კვლევა
** ვებ-საიტისა და ბლოგის შემუშავება და რეგულარული დახვეწა
** სოციალური მედიის მართვა კომპანიებისთვის.

რას ვეძებთ?

აუცილებელი მოთხოვნები:

** გერმანულის ცოდნა გამართული გრამატიკით
** დროის ეფექტიანი მართვა და საქმის ხარისხიანი შესრულება
** საკუთარი ლეპტოპის ქონა სწრაფ ინტერნეტთან წვდომით
** ინგლისურის ცოდნა არის სასურველი, თუმცა სავალდებულო არ არის.

უპირატესობები თქვენთვის:

ვირტუალური ასისტენტობა საშუალებას მოგცემთ საკუთარი სურვილისამებრ მოირგოთ სამუშაო განრიგი თქვენთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, რაც მეტ თავისუფალ დროს გაძლევთ.

საწყისი ხელფასი: ფიქსირებული 1,000 ლარი თვეში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: jobs@4freelance.de (სასურველია გერმანულ ენაზე)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე