ანგარიშგების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ანგარიშგების მენეჯერი
მომწოდებელი: მედისონ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 10 სექ
სამედიცინო კომპანია "მედისონ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ანგარიშგების მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ფინანსების განხრით;
** სამუშაო გამოცდილება ფინანსების/აუდიტის მიმართულებით;
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია კორპორატიული ფინანსების ცოდნა;
** სასურველია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების (Income Statement, Balance Sheet, Cash Flow) მომზადება;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშის ფინანსური ანალიზის მომზადება და წარდგენა;
** კომპანიის მიერ რეალიზებული სამედიცინო სერვისების შესახებ მონაცემების მოგროვება/დამუშავება ფილიალების მიხედვით და ფინანსური ანალიზის მომზადება;
** წლიური ბიუჯეტის დაგეგმვასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება;
** ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობაზე რეგულარული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა; მოსალოდნელი გადახრების იდენტიფიცირება და ბიუჯეტის კორექტირების წინადადებების ინიცირება;
** საინვესტიციო პროექტებზე კვალიფიციური ფინანსური ანალიზის მომზადება და დირექტორთა საბჭოზე მისი პრეზენტაცია;
** კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემებისა და პროცედურების ანალიზი;
** ხარჯების შემცირების შესაძლებლობების შესახებ წინადადებების შემუშავება და დირექტორთა საბჭოზე გატანა განსახილველად;
** კომპანიის შიდა სტრუქტურებთან, აუდიტორებთან, ჯგუფში შემავალ კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია;
** კომპანიაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების შემუშავება;
** წინადადებების შემუშავება კომპანიაში ანალიტიკური ინფორმაცის გამოყენების მიმართ ინტერესის ასამაღლებლად;
** შვილობილი კომპანიების ფინანსური მონაცემების ანალიზი.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მათემატიკური უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი მოტივაცია;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
** სამუშაო ადგილი - თბილისი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@medison.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება!

გასაუბრება ჩატადება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.medison.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე