ასისტენტი/სტაჟიორი აუდიტის განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ასისტენტი/სტაჟიორი აუდიტის განყოფილებაში
მომწოდებელი: ბიდიო
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 3 სექ
აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "BDO", აცხადებს 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას აუდიტის განყოფილებაში ასისტენტის პოზიციაზე.

სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კადრი დასაქმდება კომპანიაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების განხრით, სასურველია ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის ან ბუღალტერიის სპეციალობით (დამამთავრებელი კურსი ან/და კურსდამთავრებულები)
** ინგლისური ენის ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "ასისტენტი - აუდიტი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 03.09.2017

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ჩვენს ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით, რათა სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. გთხოვთ, მოგვწეროთ, თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე