ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: PAUL
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 10 სექ
"PAUL", ფრანგული საცხობების საერთაშორისო ქსელი, 2017 წლის სექტემბერში თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე, ხსნის თავის მეორე ფილიალს.

საქართველოში "PAUL"-ის კაფესთვის გვესაჭიროება მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.

ამჟამად ვაკანსია ცხადდება ბარმენის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასმელების მომზადება და უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შედგენილი "სავალდებულო სახელმძღვანელოს" მიხედვით და კომპანიის უმთავრესი ღირებულებების გათვალისწინებით (QSFC).
** წასაღებად შეკვეთილი პროდუქციის მომზადება და შესაბამისი შეფუთვა (სასმელი, პურ-ფუნთუშეული, დესერტები).
** მენიუს ჩამონათვალის ცოდნა და სასმელების მომზადება კომპანიის "მთავარი სახელმძღვანელოს" მიხედვით განსაზღვრული რეცეპტების გამოყენებით.
** უზრუნველყოს, რომ ბარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტები დაცული იყოს და შეესაბამებოდეს დადგენილ ნორმებს.
** ბარის სალაროს კონტროლი.
** იმოქმედოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით.

სავალდებულო მოთხოვნები და უნარები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე
** ფიზიკური გამძლეობა
** კარგი მეხსიერება
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, 2017 წლის 10 სექტემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@frenchbakery.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე