კონდიტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონდიტერი
მომწოდებელი: PAUL
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 10 სექ
"PAUL", ფრანგული საცხობების საერთაშორისო ქსელი, 2017 წლის სექტემბერში თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე, ხსნის თავის მეორე ფილიალს.

საქართველოში "PAUL"-ის კაფესთვის გვესაჭიროება მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.

ამჟამად ვაკანსია ცხადდება კონდიტერის პოზიციაზე.

სავალდებულო მოთხოვნები და უნარები:

** საკონდიტრო ნაწარმის მომზადების პროცესების და უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შედგენილი "სავალდებულო სახელმძღვანელოს" მიხედვით და კომპანიის უმთავრესი ღირებულებების გათვალისწინებით (QSFC).
** რეცეპტების ზედმიწევნით დაცვა კომპანიის მიერ შედგენილი "მთავარი სახელმძღვანელოს" მიხედვით.
** მოამზადოს და მორთოს ყველა დესერტი არსებული სტანდარტული რეცეპტების მიხედვით.
** მარაგების შევსება, კონკრეტული პროდუქტების მომზადებით და იმის უზრუნველყოფა, რომ ყოველდღიურად წარმოებული პროდუქტების რაოდენობა შეესაბამებოდეს საშუალო დღიური მოხმარების ოდენობას.
** უზრუნველყოს, რომ ყველა საკონდიტრო შეკვეთა შესრულდეს ზედმიწევნით ზუსტად და მინიმალური დანაკარგით.
** იმოქმედოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით.

სავალდებულო მოთხოვნები და უნარები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასურველია
** ფიზიკური გამძლეობა
** კარგი მეხსიერება
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, 2017 წლის 10 სექტემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@frenchbakery.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე