წინა ხაზის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: წინა ხაზის თანამშრომელი
მომწოდებელი: PAUL
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 10 სექ
"PAUL", ფრანგული საცხობების საერთაშორისო ქსელი, 2017 წლის სექტემბერში თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე, ხსნის თავის მეორე ფილიალს.

საქართველოში "PAUL"-ის კაფესთვის გვესაჭიროება მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.

ამჟამად ვაკანსია ცხადდება წინა ხაზის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვის ზონიდან მზა პროდუქციის გაცემა და შესაბამისი შეფუთვა (პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, სალათები და სხვა).
** დროულად გადასცეს მზა პროდუქციის დამატებითი შეკვეთა საკონდიტრო/სამზარეულო/საცხობს, გაყიდვის ზონაში პროდუქციის სრულად ამოყიდვამდე.
** უზრუნველყოს, რომ ზედმიწევნით იქნას გათვალისწინებული მზა პროდუქციის განთავსების ვადები გაყიდვის ზონაში.
** უზრუნველყოს, რომ ყველა გასაყიდ პროდუქტზე მითითებული იყოს დამზადების თარიღი.
** უზრუნველყოს, რომ გაყიდვის ზონაში მზა პროდუქცია განთავსებული იყოს "PAUL"-ის სტანდარტების შესაბამისად.
** იმოქმედოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით.

სავალდებულო მოთხოვნები და უნარები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე
** ფიზიკური გამძლეობა
** კარგი მეხსიერება
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, 2017 წლის 10 სექტემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@frenchbakery.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე