აღმასრულებელი დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორი
მომწოდებელი: დიპლომატიის კავკასიური აკადემია
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 1 სექ
"დიპლომატიის კავკასიური აკადემია" აცხადებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევად ღია კონკურსს.

"დიპლომატიის კავკასიური აკადემია" წარმოადგენს ტრანსკავკასიურ დიპლომატიურ გაერთიანებას და განთავსებულია კავკასიის გეოგრაფიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრში, ქ. თბილისში. "დიპლომატიის კავკასიური აკადემია" მიზნად ისახავს რეგიონში ახალი ტიპის ლიდერების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, დიპლომატიური კულტურის, უნარ-ჩვევების და ცოდნის დონის ამაღლებას.

აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატი უნდა ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ხარისხს ან იყოს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, უნდა სრულყოფილად ფლობდეს ინგლისურ ენას და ჰქონდეს სამთავრობო ან არასამთავრობო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება. აღმასრულებელი დირექტორი ხელმძღვანელობს ორგანიზაციას და მის ყველა ერთაულს. აღნიშნული თანამდებობა, ისევე როგორც სხვა საქმიანობა ორგანიზაციაში, ეფუძნება სამოხალისეო პრინციპს და, შესაბამისად, ანაზღაურებადი არ არის.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ საკუთარი CV/რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, "დიპლომატიის კავკასიური აკადემიის" ელექტრონულ ფოსტაზე: CAD@peace.org.ge 2017 წლის 1 სექტემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე