მთავარი ტექნოლოგის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მთავარი ტექნოლოგის თანაშემწე
მომწოდებელი: იფქლი
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 11 სექ
კომპანია "იფქლი" 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურფუნთუშეულს. "იფქლის" პოპულარობას განაპირობებს მაღალი ხარისხი, პროდუქციის მრავალფეროვნება და ცხობის მრავალწლიანი ტრადიცია. დღესდღეობით კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახეობის პურფუნთუშეულს, რომლითაც თბილისი, გორი, რუსთავი, მცხეთა და ქუთაისი მარაგდება.

"იფქლი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ტექნოლოგის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

მთავარი ტექნოლოგის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ, პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა ლაბორატორიული საქმიანობა, ახალ პროდუქტზე მუშაობა, არსებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლი. ძირითად მოვალეობებს შეადგენს ფქვილის და ცომის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა სტანდარტული პროცედურების მიხედვით.

მოვალეობები:

** ნედლეულის ნიმუშების აღება
** ლაბორატორიის სპეციალური აპარატურის მართვა და ნედლეულის ხარისხობრივი და რეოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრა დადგენილი მეთოდოლოგიით
** დოკუმენტბრუნვის წარმოება და ანგარიშების მომზადება
** ლაბორატორიული აპარატურის მოვლა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი
** ლაბორატორიის ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების კონტროლი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის, ქიმიის ან ბიოლოგიის მიმართულებით
** სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება რუსული ენის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: info@ipkli.com

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე