კონკურსი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
მომწოდებელი: USAID REAP პროექტი
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 25 აგვ
თანდართული ფაილი: 149282-reap-rfq-comp.zip
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი წარმოადგენს ხუთწლიან პროგრამას, რომლის ბიუჯეტი შეადგენს $19.5 მილიონს. პროგრამის მიზანია სოფლად შემოსავლების ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა, აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა. კერძოდ, გათვალისწინებულია მექანიზაციისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების, სასაწყობო მეურნეობის, დამახარისხებელი, მცირე და საშუალო ზომის გადამამუშავებელი საწარმოების დახმარება, რის შედეგადაც ამაღლდება სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მომსახურების ხარისხი. პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოზიდვას, შეამცირებს სოფლად მცირე და საშუალო საწარმოებისა და მეწარმეთათვის არსებულ რისკ-ფაქტორებს, გააძლიერებს მდგრად კომერციულ კავშირებს მომსახურების ცენტრებს, მწარმოებლებს, სასაწყობო საწარმოებსა და ადგილობრივ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის. პროგრამა უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას გრანტის მიმღებ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის, რაც ხელს შეუწყობს სოფლად დასაქმების მაჩვენებლის ზრდას.

REAP პროექტს სურს მიიღოს ფასთა კოტირებები ნებადართული ორგანიზაციებისაგან, კომპიუტერული ტექნიკის მოწოდებისათვის. ამ მომსახურებისათვის REAP აპირებს გააფორმოს ქვეკონტრაქტი ფიქსირებული ფასით (რაც ითვალისწინებს გადახდებს წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე).

სავარაუდოდ, ქვეკონტრაქტის მინიჭება მოხდება 2017 წლის 11 სექტემბრამდე.
საქონლის მოწოდების სასურველი დროა არაუგვიანეს 2017 წლის 25 სექტემბერი.
მიწოდება მოხდება: ქ. ახალციხე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი.

შემოთავაზებები შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით ან დალუქულ კონვერტში არაუგვიანეს 2017 წლის 25 აგვისტოსი.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე