რევიზორი, მისტიური დამკვირვებელი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რევიზორი, მისტიური დამკვირვებელი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: სონარი
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 30 სექ
მარკეტინგული კვლევითი კომპანია "სონარი" აცხადებს ვაკანსიას რევიზორისა და მისტიური დამკვირვებლის თანამდებობაზე.

1. რევიზორი

დასაქმების ადგილი: თბილისი

მოთხოვნები:

** გამართული წერა-კითხვის უნარები ქართულ ენაში
** სასურველია უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება

რევიზორისთვის აუცილებელი უნარები:

** ლოგიკური აზროვნების უნარი
** დეტალებისადმი ყურადღებიანი
** მოწესრიგებული და ორგანიზებული
** წერითი უნარების მქონე
** პუნქტუალური

სამუშაო აღწერილობა: რევიზორი ამოწმებს ანკეტაში შეტანილი ინფორმაციის ლოგიკურობას, ინსტრუქციასთან შესატყვისობას და შეტანილი ინფორმაციის შესაბამისობას აუდიო ჩანაწერთან ან ტრანსკრიპტთან.

2. მისტიური დამკვირვებელი

დასაქმების ადგილი: თბილისი; კახეთი; იმერეთი; აჭარა; სამცხე-ჯავახეთი; სამეგრელო; ქვემო ქართლი; შიდა ქართლი; რაჭა-ლეჩხუმი.

მისტიური დამკვირვებლისთვის აუცილებელი უნარები:

** დეტალებისადმი ყურადღებიანი
** კრიტიკული
** გარკვეული როლის თამაშის უნარი
** მოწესრიგებული და ორგანიზებული
** პუნქტუალური
** თამამი
** წერითი უნარების მქონე

ვინ შეიძლება იყოს მისტიური დამკვირვებელი:

მისტიური მომხმარებლები აფასებენ მომსახურების ხარისხს სხვადასხვა სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში.
თუ თქვენ შეგიძლიათ მოიქცეს მაქსიმალურად ბუნებრივად, როგორც მოიქცეოდა „ნამდვილი“ მომხმარებელი, შეგიძლიათ პროცესში დააკვირდეთ მაქსიმალურად ბევრ დეტალს, დაწყებული შენობის ინტერიერიდან, დამთავრებული უშუალოდ თანამშრომლის მომსახურების პროცესით და დეტალურად აღწეროთ მომსახურების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებები ეს სამსახური იდეალურია თქვენთვის.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას
** შემოსავლის დამატებით წყაროს
** დაწინაურების პერსპექტივას
** საინტერესო გამოცდილებას

ანაზღაურება განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით. საშუალოდ ანაზღაურებაა რევიზორის შემთხვევაში საათში 6 ლარი, ხოლო მისტიური დამკვირვებლის შემთხვევაში 10 ლარი.

სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი, სამუშაო საათები - დღის განმავლობაში არაფიქსირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 2017 წლის 30 სექტემბრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე