პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 25 აგვ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 74 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი ხუთი სამუშაო დღე (შაბათ-კვირის გარდა)

ძირითადი მოვალეობები:

** მოქმედი თანამშრომლების მიმდინარე საკადრო საქმიანობების ადმინისტრირება;
** პერსონალის მონაცემების მართვა;
** რეპორტების წარმოება;
** სატელეფონო და ვერბალური კონსულტაციები პერსონალთან და ქსელის მენეჯმენტთან, პერსონალთან დაკავშირებული საჩივრებისა და პრეტენზიების განხილვა;
** თანამშრომლის გათავისუფლების მართვა, საჭირო პროცედურისა და დოკუმენტაციის დაცვა;
** დასწრების მენეჯმენტი (მორიგეობების გრაფიკების კონტროლი, ტაბელი, გათავისუფლება);
** წერილების განხილვა, სახელფასო და სასამსახურო ცნობების გაცემა, შრომის წიგნაკების შევსება;
** ბენეფიტებისა და შვებულებების მართვა (პენსია, დაზღვევა, დამატებითი ბენეფიტები, სატელეფონო და სხვა ლიმიტები);
** კომპანიის გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის გამტარობა კლინიკებში და სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა (ახალი ხელშეკრულებები, ორგანიზაციული ბრძანებები და სხვა)
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების, ბიზნესის მენეჯმენტის ან სამედიცინო მიმართულებით;
** პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა მსგავს პოზიციაზე: დოკუმენტების ადმინისტრირების, მონაცემების ანალიზისა და რეპორტების დამუშავების მიმართულებით;
** პრიორიტეტულია დიდი მოცულობის სამუშაოს მართვის, პრიორიტეტებად დაყოფისა და ვადებში შესრულების უნარი და გამოცდილება;
** პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პოგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** სავალდებულოა ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გამართული კომუნიკაციური უნარები;
** ანალიტიკური უნარები;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დიდი მოცულობის სამუშაოს პრიორიტეტებად დაყოფისა და დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 აგვისტო, 2017
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/personalis-administrirebis-specialisti-tbilisi1.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე