საწყობის მენეჯერის თანაშემწე - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის მენეჯერის თანაშემწე - თელავი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 31 აგვ
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის თანაშემწის პოზიცია ქ. თელავში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა, დასაწყობება და აღრიცხვის (დანაკლისების და მეტობის აღრიცხვა) შედეგების მიწოდება მარაგების დეპარტამენტისთვის;
** მომხმარებლისთვის გამოწერილი ინვოისის საფუძველზე მათზე პროდუქციის გაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა ფილიალებიდან და საწყობიდან პროდუქციის გამოწერა ან/და გადაწერა; აღნიშნული პროდუქციის პროგრამა "SAP ERP"-ში ასახვა;
** კომპანიის ფუნქციონირებისთვის საჭირო პროდუქციის გაცემა, ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, (სასურველია რუსული/ინგლისური ენების ცოდნა);
** MS Office-ის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ინიციატიურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** გუნდურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ლოგიკური აზროვნება;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: recruitment@tegetamotors.ge არაუგვიანეს 2017 წლის 31 აგვისტოსი.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე