ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ფინანსური მონიტორინგის ბიურო
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 11 სექ
იურიდიული კომპანია "ფინანსური მონიტორინგის ბიურო" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, შემდგომში დაწინაურების პერსპექტივით.

სამუშაო გრაფიკი: სამუშაო საათები - 10:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: ბონუსური (წარჩინებულ თანამშრომლებზე გათვალისწინებულია დამატებითი წამახალისებელი ბონუსები)

სამუშაოს აღწერილობა:

** პრობლემური აქტივების მართვა;
** მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
** პრობლემურ მსესხებლებთან კონტაქტი, მათთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
** პორტფელის სისტემური მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი (არასრული) განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განხრით)
** საოფისე პროგრამების ცოდნა. (Word, Excel)
** სასურველია პრობლემური სასესხო აქტივების მართვის გამოცდილება

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება და ინტუიცია;
** პრინციპულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: pamagency2001@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე